დონალდ ტუსკი - პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

„რუსეთთან და ბელარუსთან 400 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება-შეკავების ელემენტი, ჩვენს საზღვრებზე ომის უკან დახევის სტრატეგია გახდება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.