ბაიდენმა ჩინეთის მწვანე ტექნოლოგიების სექტორზე  ტარიფები გაზარდა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის მწვანე ტექნოლოგიების სექტორზე ტარიფები გაზარდა, იგი მოიცავს ელექტრო მანქანებს (EVs), ბატარეებს, მზის ელემენტებს და წარმოებისათვის საჭირო გარკვეულ კრიტიკულ მინერალებს, რათა დაიცვას ადგილობრივი წარმოება და ამერიკელი მუშები. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 14 მაისს განაცხადა, რომ ჩინური წარმოების ელექტრო ავტომობილები 100%-იან ტარიფს დაექვემდებარება, ტარიფები ამოქმედდა ზემოთხსენებულ საწარმოო მატერიალებზეც.

ამის დალინკვა შეიძლება იქ - ჩინური Onvo ამერიკული Tesla-ს წინააღმდეგ | BPN

თუმცა, ამ პოლიტიკაში არის ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი. თეთრმა სახლმა გადაწყვიტა ორი წლით გადაევადებინა ტარიფები გრაფიტზე, რომელიც გადამწყვეტი მინერალია ელექტრომომარაგების ლითიუმ-იონური ბატარეებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო გრაფიტის უმეტეს ნაწილს სწორედ ჩინეთი მოიპოვებს და ამუშავებს.

„თუ ჩვენი პოლიტიკაა, რომ ჩინეთი არ თამაშობს სამართლიანად, მაშინ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტები, რომლებიც რეალურად დაეხმარება ბატარეების შიდა მიწოდების ჯაჭის განვითარებას“, - თქვა ჯინ ბერდიჩევსკიმ, Sila-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. ცნობისთვის, Sila სტარტაპია, რომელიც ბატარეებისთვის გრაფიტის ნაცვლად სილიკონს იყენებს.

სტარტაპერების განცხადებით, ახალი სავაჭრო ბარიერები ელექტრომობილებს აშშ-ში გააძვირებს, მაგრამ კომპანიებს უბიძგებს, სწრაფად მოძებნონ ჩინური გრაფიტის ალტერნატივა. თეთრმა სახლმა კი განაცხადა, რომ ზოგიერთი ტარიფი მხოლოდ 2026 წელს ამოქმედდება, რათა ბატარეის მიწოდებას პრობლემა არ შეექმნას, რადგან შიდა წარმოება ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ბაზრის შეფერხების თავიდან ასაცილებლად.

გარემოს დაცვის ფონდის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში გამოცხადებულმა ბატარეის წარმოებამ შეიძლება დააკმაყოფილოს ელექტრომომარაგების მოთხოვნა 2030 წლისთვის. თუმცა, არსებული პოლიტიკის შესაბამისად, ამ ბატარეებს კვლავ შეუძლიათ გამოიყენონ ჩინური გრაფიტი მინიმუმ 2027 წლამდე.

გრაფიტის გარდა, ჩინეთის მწვანე ტექნოლოგიებზე სხვა ტარიფები მეტწილად სიმბოლურია. არსებული ტარიფები უკვე ზღუდავს ჩინურ ელექტრომობილებს აშშ-ს ბაზარზე და იაფი მზის პანელები ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მოდის სავაჭრო ბარიერების თავიდან ასაცილებლად. წელს ბატარეებზე უფრო მაღალმა გადასახადებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ს ავტომწარმოებლებზე, როგორიცაა Ford და Tesla, რომლებიც იმპორტს ჩინეთიდან ახორციელებენ.

თორნიკე მაისაშვილი