"საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს" - რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანქცირდება?

სანქციების დაწესების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანქცირდება:

  • სანქცირებული მთავრობის პირობებში ყველანაირი საერთაშორისო კორპორაცია შეწყვეტს თანამშრომლობას და ქვეყანში აღარ შემოვა მსხვილი დასავლური ინვესტიციები.
  • საქართველოში შეჩერდება ERASMUS (სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები ევროკქვშირში), USAID, EBRD (ახალი ავტობუსები ვინც გვიყიდა და ა.შ) სავალუტო ფონდის და ა.შ პროექტები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის (თუნდაც მაგისტრალის მშენებლობა რად ღირს)
  • საქართველოს შეუწყდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
  • საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
  • საქართველო ვეღარ ისარგებლებს ევროკავშირისა და აშშ-ს მსხვილი გრანტებით და გრძელვადიანი სესხებით.
  • ჯამურად საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს.

ზემოთ აღნიშნული ნიუანსები გამოიწვევს:

  • ფასების ზრდას
  • უმუშევრობას
  • საერთაშორისო იზოლაციას
  • მასიურ არალეგალურ მიგრაციას.

გაიწვიეთ ეს მავნებლური კანონი უკან და არ დაძლიოთ ვეტო,"- წერს აბესაძე.