„განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას“ - ანგარიში

„განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს აკვაკულტურას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმების მოსაწყობად აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაციაზე შესაბამისი ზონები დამტკიცდა.

„ეს აჩენს შესაძლებლობას აკვაკულტურის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც ნიშნავს ათეულ ათასობით ტონა თევზის და სხვადასხვა სახეობის ზღვის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას და ეტაპობრივად, ასეულობით მილიონი დოლარის საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. ამჟამად, გარემოს ეროვნული სააგენტო, სხვა სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს რამდენიმე ლოკაციაზე სანებართვო პირობების შემუშავებისთვის და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ რომ გამოვაცხადებთ აუქციონებს რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესს განახორციელოს მასშტაბური ინვესტიციები ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს შიდა წყლის აკვაკულტურის განვითარებასაც“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მერი ტაბატაძე