რიანა, ჯესიკა ალბა, კაილი ჯენერი - ცნობილი ადამიანები, რომლებმაც სილამაზის ბრენდები დააარსეს

კოსმეტიკური და სილამაზის ბაზარი მდიდარია ვარსკვლავებით, რომლებმაც გასართობი ინდუსტრიის გარდა, თავი ამ ამპლუაშიც წარმოაჩინეს და სილამაზის ბრენდები დააფუძნეს.

ეს ბრენდები ქმნიან განსაკუთრებულ სტილს და გამოიმუშავებენ მილიონობით, ან მილიარდობით დოლარს.

წარმოგიდგენთ სელებრითებს, რომლებმაც სილამაზის ბრენდები დააფუძნეს და მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ:

ჯესიკა ალბა - Honest Beauty

ჯესიკა ალბს Honest Beauty აერთიანებს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ბრენდი გვთავაზობს კანის მოვლის, მაკიაჟისა და თმის მოვლის საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ასორტიმენტს.

რიანა - Fenty Beauty

რიანამ რევოლუცია მოახდინა სილამაზის ინდუსტრიაში Fenty Beauty-ის გამოშვებით. Fenty Beauty ცნობილია ტონალური კრემის ფართო ასორტიმენტით. ბრენდი სწრაფად გახდა ინდუსტრიაში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების შემომტანი. ბრენდის მაღალი ხარისხის პროდუქტებმა და თამამმა ფერთა არჩევანმა ფართო მოწონება დაიმსახურა.

კაილი ჯენერი - Kylie Cosmetics

კაილი ჯენერმა Kylie Cosmetics-ის დაფუძნებიდან მალევე მილიარდერის სტატუსიც მოიპოვა. ყველაზე ცნობილი ტუჩის კომპლექტით, ბრენდმა შეძლო გაფართოება და მოიცვა მაკიაჟის პროდუქტებიც.

ლედი გაგა - Haus Laboratories

ლედი გაგას Haus Laboratories გთავაზობთ თამამ, ექსპრესიულ მაკიაჟს, რომელიც აფასებს ინდივიდუალობას.

დრიუ ბერიმორი - Flower Beauty

Flower Beauty მოიცავს ხელმისაწვდომ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ყველასთვის. ბრენდი ხაზს უსვამს ბუნებრივ ინგრედიენტებს და მარტივ, მაგრამ ეფექტურ ფორმულირებებს.

სელენა გომესი - Rare Beauty

სელენა გომესმა Rare Beauty დააფუძნა მისიით, რომ ხელი შეუწყოს ადამიანებს საკუთარი თავის მიღებააში. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტი ხელს უწყობს ინდივიდებს გამოიყენონ თავისი უნიკალური თვისებები. გარდა ამისა, Rare Beauty მხარს უჭერს სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივას, რაც დადებით გავლენას ახდენს მის ცნობადობაზე. ამჟამად ბრენდის ღირებულება 2 მილიარდ დოლარზე მეტია.

ვიქტორია ბექჰემი - Victoria Beckham Beauty

ვიქტორია ბექჰემმა დააფუძნა თავისი სახელობის სილამაზის ბრენდი Victoria Beckham Beauty, რომელიც მინიმალისტურ ესთეტიკას ემსახურება.

არიანა გრანდე - R.E.M. Beauty

„მარადიული მზის” მომღერალმა R.E.M. Beauty, კოსმეტიკური კომპანია 2021 წელს შექმნა. 2022 წლის მაისში, კომპანიამ Readers' Choice Awards-ზე, Allure-ისგან, მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო ახალი ბრენდისთვის”.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი