მადრიდის მეტროში თვითმომსახურების ბიბლიოთეკები გამოჩნდა, ხოლო წიგნის თაროები იმ ნაგვის ურნებისგან დამზადდა, რომლებიც მანამდე მეტროს სადგურებზე იდგა.
ნაგვის ურნებისგან დამზადებული პირველი ბიბლიოთეკები მადრიდის მეტროსადგურებზე 14 მაისს გაიხსნა.
ადგილზე წიგნების წაკითხვასთან ერთად შესაძლებელია მათი სახლში წაღებაც დაბრუნების ან სხვა წიგნით ჩანაცვლების ვალდებულებით. თუმცა მკითხველს სთხოვენ, წაღებული წიგნი სასწავლო სახელმძღვანელოთი არ ჩაანაცვლონ.
ინიციატივის მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და ძველი ნივთებისთვის სიცოცხლის მინიჭებაა.
ცნობისთვის, ანალოგიური ბიბლიოთეკა წელს, თებერვალში ბუქარესტის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურ Piaa Unirii-ზეც გაიხსნა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ