როგორ გამოიყურება დუბაის მიტოვებული კუნძულები, რომლებზეც 12 მლრდ დაიხარჯა

დუბაი მეგა მდიდრების ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია. არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი თავისი სამშენებლო პროექტებით მთელ მსოფლიოში ცნობილია.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებიდან ერთ-ერთი, ბურჯ ხალიფა სწორედ დუბაიში მდებარეობს. ტურისტული ცენტრი წლის განმავლობაში მილიარდობით ვიზიტორს მასპინძლობს და საოცარი ეკონომიკითაც გამოირჩევა. თუმცა, ქალაქს აქვს ბევრი განუხორციელებელი, მაგრამ ამბიციური პროექტი და ერთ-ერთი მათგანია მიტოვებული კუნძულების დასახლება, რომელიც ულტრა მდიდრებისთვის იყო განკუთვნილი.

kun-1716102760.jpg

ეს იყო დუბაის ერთ-ერთი ამბიციური გეგმა. მთლიანად ადამიანის მიერ შექმნილი კუნძულები, ქალაქის სანაპიროდან დაახლოებით ორი მილის მოშორებით, შვიდი კონტინენტის მიახლოებით განლაგებული.

260 კუნძულზე უნდა აშენებულიყო საოცნებო ძვირად ღირებული სასტუმროები, კურორტები და სხვა, რათა ის მდიდრების თავშესაფარი გამხდარიყო.

თუმცა, დღეს კუნძულები მიტოვებული და გაუკაცრიელებულია. მასზე მხოლოდ რამდენიმე ატრაქციონს და პლაჟის კლუბებს ნახავთ. ამ რამდენიმე შენობას ელექტროენერგიას დიზელის გენერატორები აწვდიან, რაც საკმაო ხარჯებს მოითხოვს.

ahdajkds-1716103128.jpg

ანგარიშების მიხედვით, ხელოვნური კუნძულების შესაქმნელად გადაზიდული ქვიშა დროთა განმავლობაში იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, საკმაო თანხა ისევ არის დასახარჯი.

პროექტზე 12 მილიარდი დოლარი უკვე დაიხარჯა. დუბაის ტურიზმის მმართველი პირები ამტკიცებენ, რომ აღნიშნულ კუნძულებზე დაგეგმილია მშენებლობის ტალღა, მათ შორის - ახალი რეზიდენციებისა და ვილების.

kund-1716102902.jpg

ჟურნალმა Elite Traveler-მა მას "ქვიშის მოჩვენებათა ქალაქი" უწოდა.

თითოეული კუნძულის ფართობი დაახლოებით 250,000-დან 900,000 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. თავიდანვე პროექტმა რამდენიმე მილიონერის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, რიჩარდ ბრენსონის და გარდაცვლილი კარლ ლაგერფელდის. თუმცა, უცნობია, რატომ ვერ განხორციელდა ამბიციური პროექტი.

სავარაუდოდ, პროექტი 2026 წლისთვის იქნება განხორციელებული და მასზე დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

წყარო: uniladtech.com

თეონა რამაზაშვილი