საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში იმპორტირებულია 351 ათასი დოლარის 246 ტონა ფინიკი, გასული წლის იმავე პერიოდში კი 453 ათასი დოლარის 376 ტონა.
მიმდინარე წელს 1 კგ ფინიკის იმპორტი საქართველოს 1.4 დოლარი უჯდებოდა, ხოლო გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1.2 დოლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში წელს ფინიკის იმპორტი 23%-ით შემცირდა, საიმპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა.
საქართველოში ფინიკის ძირითადი იმპორტიორები შემდეგი ქვეყნებია:
- ირანი - 237 ტონა (322 ათასი დოლარის)
- საბერძნეთი 8 ტონა (18 ათასი დოლარის)
- თურქეთი 1,2 ტონა (5.1 ათასი დოლარის)
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს საქართველოდან ფინიკის ადგილობრივი ექსპორტი და ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით არ განხორციელებულა.