ყირგიზეთი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი - საქართველოს 5 მთავარი საექსპორტო პარტნიორი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს 5 მთავარი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი იყო.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1.763 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 0.3%-ით გაიზარდა და 4.8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი, 2024 წლის იანვარ-აპრილის ექსპორტის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ყირგიზეთი - 291 585 500 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 102.4%);
  • რუსეთი - 230 420 500 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 1.9%);
  • ყაზახეთი - 208 344 200 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 15.4%);
  • აზერბაიჯანი - 191 949 700 აშშ დოლარი (წლიური შემცირება 26.7%);
  • სომხეთი - 173 797 400 აშშ დოლარი (წლიური შემცირება 38.1%);
  • თურქეთი - 124 358 800 აშშ დოლარი (წლიური შემცირება 10.2%);
  • ჩინეთი - 78 811 400 აშშ დოლარი (წლიური შემცირება 51.2%);
  • უკრაინა - 38 925 500 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 27.5%);
  • აშშ - 34 241 700 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 86.9%);
  • უზბეკეთი - 34 229 800 აშშ დოლარი (წლიური ზრდა 22.9%).
თაია არდოტელი