საქართველოს რკინიგზით მგზავრთბრუნვა შემცირდა

საქართველოს რკინიგზით მგზავრთბრუნვა შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465.9 ათასი მგზავრი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462.1 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.2 პროცენტს შეადგენს და 0.5 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში კი გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 50.7პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისომიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 43.9 პროცენტი (2024 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).