აფხაზეთი რუსებისთვის მაისი-ივნისის ყველაზე იაფი მიმართულებაა

რუსებისთვის მაისის ბოლო-ივლისის დასაწყისის პერიოდში ზღვაზე დასასვენებელი ყველაზე იაფი მიმართულება საქართველოს ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთია. ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

კერძოდ, ორ კაცზე მოსკოვიდან აფხაზეთში ათდღიანი ტური ორვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და ავიაბილეთების ჩათვლით, მხოლოდ 27,1 ათასი რუბლი, ანუ 300 დოლარი ღირს.

შედარებით ძვირია დასვენება დიდ სოჭში, ანუ სანაპირო კლასტერში, სადაც ტურის პაკეტის ღირებულება სამვარსკვლავიან სასტუმროში (საუზმის ჩათვლით) ორი ადამიანის განთავსებით 37,7 ათასი რუბლიდან (415 დოლარიდან) იწყება.

მესამე ადგილზე არაბეთის გაერთანებული საემიროებია, სადაც ორი ადამიანის ათდღიანი მოგზაურობა ოთხვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და ავიაბილეთების ჩათვლით, მინიმუმ, 79,4 ათასი რუბლი, ანუ 875 დოლარი ღირს.

ხუთეულში, ასევე, შედის თურქეთი, all inclusive-ი 86 ათასი რუბლიდან, ანუ 948 დოლარიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ხაინანი, სადაც all inclusive-ის ღირებულება 101,2 ათასი რუბლიდან, ანუ 1,115 დოლარიდან იწყება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ