როგორ ივაჭრება ქართული კომპანიების აქციები ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება სტაბილური რჩება. დღეს ბირჟაზე ვაჭრობის გახსნიდან ოთხი საათის შემდეგ „თიბისი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება მცირედით გაიზარდა, „საქართველოს კაპიტალის“ კი შემცირდა.

თბილისის დროით 15:00 საათისთვის:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.69%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 42.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.874 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 1.69%-ია. ბანკის ერთი აქცია 27.05 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.473 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.39%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 10.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 432.7 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად 15 მაისის ვაჭრობის შედეგად შემცირდა. იმ დღის ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით. თუმცა მეორე დღისით ვარდნა შენელდა და დაიწყო ზრდა.