19 დღეში აშენებული ცათამბრჯენი

სამშენებლო კომპანია, რომელიც ცათამბრჯენებს რეკორდულად მცირე დროში აშენებს.

კომპანია Broad Sustainable Building-მა ჩინეთის ჰუნანის პროვინციის დედაქალაქ ჩანშაში 57-სართულიანი შენობა 19 დღეში ააშენა. იგი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მშენებელი კომპანიაა. მშენებლობისას წინასწარ ქარხანაში დამზადებულ კონსტრუქციებს იყენებენ, რაც შენების პროცესს ამარტივებს და აჩქარებს. კომპანიამ მსგავსი მეთოდით უკვე არაერთი შენობა ააგო. მშენებლები აცხადებენ, რომ შენობები მყარია და მიწისძვრის დროს მისი დანგრევის საშიშროება არ არსებობს. კომპანიის ხელმძღვანელი გეგმავს, რეკორდი მოხსნას და მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი - 220-სართულიანი შენობა ქალაქ ჩანშაში მსგავსი მეთოდით სამ თვეში ააგოს.