ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს - როგორია საქართველოს მაჩვენებელი

მსოფლიოში 140 მილიონი ადამიანი უსახლკაროა, ხოლო 1,53 მილიარდი, შეუსაბამო თავშესაფარში ცხოვრობს.

როგორც Worldpopulationreview.com 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს, ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო მოსახლეობაა, ნიგერია და ინდოეთია. ამ ორიდან ყველაზე მეტი - 25 მლნ ნიგერიაში ცხოვრობს. ინდოეთი კი 18 მლნ ადამიანით ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება.

ქვეყნების ათეული, სადაც ყველაზე მეტი უსახლკარო ცხოვრობს, ასეთია:

  • 1. ნიგერია - 25 მლნ
  • 2. ინდოეთი - 18 მლნ
  • 3. მექსიკა - 14 მლნ
  • 4. ბანგლადეში - 5,6 მლნ
  • 5. სირია - 5,3 მლნ
  • 6. ფილიპინები - 4,5 მლნ
  • 7. უგანდა - 4 მლნ
  • 8. არგენტინა - 3,5 მლნ
  • 9. პაკისტანი - 3 მლნ
  • 10. სუდანი - 3 მლნ

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში 304 010 უსახლკარო ადამიანია. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანშია, სადაც უსახლკაროთა რაოდენობა 735 000 ადამიანია. რუსეთში უსახლკაროთა რიცხვი 11 285-ს შეადგენს, თურქეთში - 70 000-ს, ხოლო სომხეთის მონაცემები, აღნიშნულ სააგენტოს, ოფიციალურად არ მოეპოვება.

Worldpopulationreview.com ასევე წერს, რომ ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა ამერიკაშიც და უსახლკაროების პრობლემა შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს იმპროვიზირებულ კარვებში და სხვა სახის საცხოვრებლებში.

ეკა დარჩიაშვილი