ავტომობილების იმპორტი 24 % -ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში, საქართველოში 48 274 ერთეული (721,870 მლნ აშშ დოლარის) ავტომობილები შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 63 923 ერთეული (971,408 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება ექსპორტს, წელს 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში 28,057 ერთეული მანქანა ( 576,638 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, 2023 წლის 4 თვეში - 33 095 ერთეული (595,052 მლნ აშშ დოლარი).
ამავე მონაცემების მიხედვით, მხოლოდ აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 30,7%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი - 32,6%-ით. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, წელს აპრილში 7 417 ავტომობილი (132,823 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 10 704 ერთეული (183,281 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, წელს აპრილში 11 295 ერთეული (173,990 მლნ აშშ დოლარი), მანქანა შემოვიდა, 2023 წლის აპრილში - 16 770 ერთეული (262,826 მლნ აშშ დოლარი).
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს აპრილში ვიყიდეთ და გავყიდეთ ავტომობილები.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:
ტოპ-5 ექსპორტიორი:
რაც შეეხება რუსეთს, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი იყო, აპრილში მხოლოდ 2 ავტომობილი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალა. უფრო ადრე, ამავე წლის 1-ლი აგვისტოდან კი ამ ქვეყნებში ამერიკული მანქანების გაყვანა აიკრძალა.