საჰაერო გადაზიდვები გაიზარდა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

საჰაერო გადაზიდვების მოცულობა გაზიარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული პროდუქციის მოცულობამ 455,091 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 377,827 მლნ აშშ დოლარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იანვარ-აპრილში, წინა წლის 4 თვესთან შედარებით, მცირედით, კერძდ, 83,553 მლნ აშშ დოლარიდან 82,755 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა ექსპორტი. თუმცა, ამავე საანგარიშო პერიოდში, 294,273 მლნ აშშ დოლარიდან 372,335 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა იმპორტი.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც 2024 წლის იანვარ-აპრილში გავიდა და შემოვიდა საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით.

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 31,435 მლნ აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11,991 მლნ აშშ დოლარი
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 7,905 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 5,095 მლნ აშშ დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 3,644 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 70,024 მლნ აშშ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 52,418 მლნ აშშ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 45,889 მლნ აშშ დოლარი
  • საფრენი აპარატები სხვა - 35,660 მლნ აშშ დოლარი
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 32,964 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური