მირიან ლექსმანი შოლცს და მაკრონს - ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი X-ზე წერს და საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადებას ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი უმოქმედობა როგორც ევროკავშირს, ისე ქართველ ხალხს ზიანს აყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ლეთარგიულები ვიყოთ, როცა "ქართული ოცნება" დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ძირს უთხრის!“, - წერს ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი.

შეგახსენებთ, გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისინი საქართველოში შექმნილი სიტუაციით ღრმად შეშფოთებულები არიან და „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.