რა ეღირება და როდიდან გაიყიდება სუბსიდირებული ავიაბილეთები EURO 2024-ის მატჩებზე დასასწრებად

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ივნისში, ორი კვირის განმავლობაში თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან EURO 2024-ის მატჩებზე საგულშემატკივროდ რეისებს შემდეგი განრიგით აქვეყნებს:

443820133-388536537507528-7865315477315823231-n-1716273121.jpg

ავიაბილეთის შეძენას სპეციალურ, სუბსიდირებულ ფასად ბილეთების ონლაინ პლატფორმა tkt.ge -ზე ქომაგები კვირის ბოლოდან შეძლებენ.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის, ღირებულება 195 ევრო იქნება.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ. შესაბამის აეროპორტში მისვლისას სავალდებულო იქნება რეგისტრაციისას ფეხბურთის ბილეთის წარდგენა.

ეკა დარჩიაშვილი