რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ამერიკასთან

2024 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 563 431 800 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ამერიკაზე 479,710 მლნ აშშ დოლარი მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში ამერიკის წილი ბრუნვაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით არის გაზრდილი, რითაც ათეულში მე-4 ადგილს იკავებს. რეიტინგში ამერიკას თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი უსწრებენ.

ამერიკა უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა, იანვარ-აპრილში მისი წილი იმპორტში 9.3%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აშშ-დან იმპორტი 23.2%-ით არის შემცირებულია. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში ბრუნვაში უდიდესი ნაწილი სწორედ იმპორტს ეჭირა და 445,468 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტს, იანვარ-აპრილში ამერიკის წილი ადგილობრივ ექსპორტში 3.9%-ს შეადგენდა, რითაც უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში შორის მე-8 ადგილი დაიკავა. ამასთანავე, ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში, წინა წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 95.9%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 31,278 მლნ აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა აშშ-ში ექსპორტზე.

საანგარიშო პერიოდში ამერიკიდან იმპორტით შემოვიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 407,202 მლნ დოლარის
  • თხილი და სხვა კაკალი - 4,018 მლნ დოლარის
  • კვების პროდუქტები - 2,203 მლნ დოლარის
  • მოტოციკლები, ველოსიპედები, ეტლები - 1,863 მლნ დოლარის
  • ტანსაცმელი - 1,787 მლნ დოლარის

აშშ-ში ექსპორტზე გავიდა ქართული წარმოების შემდეგი პროდუქცია:

  • ფეროშენადნობები - 19,615 მლნ აშშ დოლარის
  • შავი ლითონის მილები - 2,168 მლნ დოლარის
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,131 მლნ დოლარის
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1,956 მლნ დოლარის
  • წყალბადი, ინერტული აირები - 980 ათასი დოლარის

შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. გარდა ამისა, ამერიკა განიხილავს უვიზო რეჟიმს საქართველოსთვის, თუ ქვეყანა პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება.

მერი ტაბატაძე