სინამდვილეში, სანქციებს მსუსხავი ეფექტი ექნება - ირაკლი ნადირაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს - სინამდვილეში, ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება მიიღოს, ამ ყველაფრისთვის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არის ერთი ხელის გაწვდენაზე, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.

შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.