შავიზღვისპირა კურორტებზე რუსი დამსვენებლების რიცხვი შემცირდება

წელს რუსი მოსახლეობის თითქმის მეხუთედი ზაფხულში დასასვენებლად წასვლას არ აპირებს. "ლევადა-ცენტრის" ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გამოკითხულთა 19 პროცენტი არ გეგმავს დასასვენებლად წასვლას. ამასთან, კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ კავკასიის შავიზღვისპირა კურორტებზე გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი აპირებს დასვენებას, მაშინ როდესაც გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენდა. სამაგიეროდ, ყირიმში წამსვლელ რუს დამსვენებელთა რიცხვი წელს 3-დან 5 პროცენტამდე მოიმატებს. ამასთან, გამოკითხულთა 27 პროცენტი აპირებს სახლში დარჩენას და საშინაო საქმეებით დაკავებას.

მსგავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს "ლევადა-ცენტრი" 1997 წლის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ატარებს.