შენგენის ვიზა 12%-ით გაძვირდება

მიმდინარე წლის 11 ივნისიდან შენგენის ვიზა 12%-ით გაძვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვენიის ევროპული და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 12%-ით გაზარდოს მოკლევადიანი შენგენის ვიზის ღირებულება (C ტიპის ვიზა). ახალი ვიზა უფროსებისთვის 90 ევრო გახდება, ხოლო 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 45 ევრო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეკა დარჩიაშვილი