Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ოფიციალური ნებართვა მიიღო

ახალი ანგარიშის თანახმად, FDA-მ ილონ მასკის სტარტაპს Neuralink-ს მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ოფიციალური ნებართვა მისცა.

Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანია იმპლანტის ძაფებს წინასთან შედარებით უფრო ღრმად ჩააყენებს ტვინში. უფრო კონკრეტულად კი, იმპლანტის ძაფები თავის ქერქში 8 მილიმეტრის სიღრმეზე განთავსდება, ცნობისათვის, პირველი პაციენტის შემთხვევაში ეს დაშორება 3-დან 5 მილიმეტრამდე იყო.

შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის ნეიროჩიპი პირველ ადამიანს მიმდინარე წლის იანვარში ჩაუნერგეს, რისი საშუალებითაც მან აზროვნების ძალით ელექტრონულ მოწყობილობების გაკონტროლება შეძლო.

ეკა დარჩიაშვილი