არსებული ინფორმაციით, ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლ-კაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.

ამასთან, ლექვინაძის ინფორმაციით, სვანიძის ქუჩაზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 4 ადამიანია გარდაცვლილი და რამდენიმე დაკარგულის ძებნა მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას, მისი განცხადებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან აღწერა მიმდინარეობს.