საქართველოში მოქმედი ელევატორები და დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა. მათი უმრავლესობა ქვემო ქართლის (31.3 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6 პროცენტი) რეგიონებში არის განთავსებული. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.

საქსტატის თანახმად, ელევატორების 12.5 პროცენტი კახეთში ფუნქციონირებს, 12.5 პროცენტი ქ. თბილისში, 9.4 პროცენტი - შიდა ქართლში, 9.4 პროცენტი - იმერეთის, ხოლო 6.3 პროცენტი - გურიის რეგიონში. 3.1 პროცენტია ელევატორების წილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის I კვარტლის განმავლობაში მომსახურებით 21-მა მომხმარებელმა ისარგებლა. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, იქნა შესყიდული 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა თვეში 436 კაცით განისაზღვრა.

გასულ წელს საქსტატის თანახმად, ქვეყანაში 37 აქტიური ელევატორი იყო. მომსახურება 15 მომხმარებელს გაეწია, ხოლო გამყიდველთა რაოდენობა რომელთაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინეს 88 ერთეული გახლდათ, რაც 17,3 პროცენტით აღემატებოდა წლევანდელ მაჩვენებელს. რაც შეეხება დასაქმებულთა საშუალო თვიურ რაოდენობას, ეს მაჩვენებელი წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 478-დან 436-მდე შემცირდა(-8.8%).

თორნიკე მაისაშვილი