გასულ წელს, 10.8 მლნ ლარის ღირებულების საკოლექციო, ნუმიზმატიკური პროდუქცია გაიყიდა - ეროვნული ბანკი

გასულ წელს 10.8 მლნ ლარის ღირებულების საკოლექციო, ნუმიზმატიკური და სხვა სახის სარეალიზაციო პროდუქცია გაიყიდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

საუბარია, 37.2 ათასი ერთეულზე, მათ შორის:

  • ნაღდი ფულით შეძენილი იქნა 3.2 მლნ ლარის პროდუქცია;
  • პლასტიკური ბარათის მეშვეობით - 4.4 მლნ ლარის პროდუქცია;
  • ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით -3.2 ათასი ლარის პროდუქცია;
  • წინასწარი ანგარიშსწორებით - 12.9 ათასი ლარის პროდუქცია;
  • შემდგომი ანგარიშსწორებით - 8.1 ათასი ლარის პროდუქცია.

ამასთან, როგორც სებ-ის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საკოლექციო მონეტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წინა - 2022 წელთან შედარებით, 3.8-ჯერაა გაზრდილი, ხოლო ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 37.3-ჯერ შემცირდა.

თაია არდოტელი