ვაკეში დაზარალებულებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ვაკის რაიონში მცხოვრები დაზარალებულებისთვის გამგეობის ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერია: 593119136; 599032212; 599032202; 2318833; 2318836.

ვაკის გამგეობა სტიქიის შედეგად რაიონში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ვაკის გამგებლის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, გამგეობა ყველა დაზარალებულ ოჯახს უმოკლეს დროში დაეხმარება. მისივე თქმით, გამგეობის თითოეული თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ვაკის გამგეობა მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილებისგან დროებით თავის შეკავებსკენ მოუწოდებს.