მაკა ცხომელიძე - ჯავშნები არ გაგვიუქმდა

ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, - აცხადებს სასტუმრო Mercure -ს, Swissotel Tbilisi-ს და ibis Styles-ის გაყიდვების დირექტორი მაკა ცხომელიძე.

მისი განმარტებით, სასტუმრო Mercure-ს მაგალითზე ჯავშნების რაოდენობა 20-22%-ითაა გაზრდილი.

„სასტუმრო Mercure-ს ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. ჩვენ ევროპული ბრენდი ვართ და ცნობადი ვართ ევროპულ ქვეყნებში.

რაც შეეხება Swissotel Tbilisi-ს, აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა ახალი ჯავშნები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ.

თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, სასტუმრო Mercure-ს ჯავშნები გაზრდილია 20-22%-ით, მოლოდინი გვაქვს, რომ 25-30%-ით გაიზრდება ზაფხულში. ჩვენ კარგ სეზონს ველოდებით”, - ამბობს მაკა ცხომელიძე.