თურქეთსა და რუმინეთს თავიანთი ვაჭრობის გაზრდა 15 მილიარდ დოლარამდე სურთ

თურქეთის პრეზიდენტი სამშაბათს ანკარაში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და განაცხადა, რომ თურქეთსა და რუმინეთს თავიანთი ვაჭრობის გაზრდა 15 მილიარდ დოლარამდე სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას Daily sabah ავრცელებს.

„თურქეთსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზედიზედ ორი წელია 10 მილიარდ დოლარზე მეტია“, - თქვა ერდოღანმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარსელ ჩიოლაკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში.

”ჩვენი მიზანია მივაღწიოთ $15 მილიარდს” - დასძინა მან.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ რუმინეთის მოქალაქეებს თურქეთში პასპორტის გარეშე გამგზავრება მხოლოდ პირადობის მოწმობებით უკვე შეუძლიათ.

„ჩვენ მივიღეთ წესი, რომელიც საშუალებას მისცემს რუმინეთის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში იმოგზაურონ პირადობის მოწმობებით“, - განაცხადა ერდოღანმა.

გასულ თვეში ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეტ იილმაზმა განაცხადა, რომ თურქულმა კომპანიებმა რუმინეთში 7,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. მან ისიც თქვა, რომ რუმინეთი ევროკავშირის 10 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, სადაც თურქული კომპანიები ინვესტირებას ახდენენ, ხოლო სამშენებლო სექტორში რუმინეთი პირველ ადგილზეა ევროპაში.

თორნიკე მაისაშვილი