„აპარტ ჯგუფის“ საოფისე და სავაჭრო ცენტრი რუსთავის მთავარ მაგისტრალზე გაიხსნა

„აპარტ ჯგუფის“ საოფისე და სავაჭრო ცენტრი რუსთავი მთავარ გზატკეცილზე გაიხსნა. ეს არის პირველი და უნიკალური საოფისე და სავაჭრო ცენტრი, რომელიც განთავსებულია არსებულ ლოკაციაზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას ბიზნეს სუბიექტებისთვის.

კომპანია „აპარტ ჯგუფი“, მეხუთე წელია ბაზარზეა და მალევე ტოპ დეველოპერების სიაში მოხვდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და დეველოპმენტი წარმოადგენს, თუმცა მისი მენეჯმენტი მუდამ ღიაა სიახლეებისათვის. ამჯერად ისინი ბიზნეს სუბიექტებს ლოკაციურად საინტერესო პოზიციაზე დასრულებულ კომერციულ და საოფისე ფართებს სთავაზობენ.

აპარტს მოლში აქტიურად მიმდინარეობს კომერციული და საოფისე ფართების გაყიდვა-გაქირავება.

dsc3808-copy-1716448383.jpg

საოფისე და სავაჭრო ცენტრი რუსთავის მთავარ გზატკეცილზე, ფონიჭალის ტეროტორიაზეა განთავსებული, (დასახლებულ პუნქტშია) რაც ხელსაყრელია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ასევე საავტომობილო გზით მოსარგებლე მგზავრებისათვის. ასევე მაგისტრალზე ყოველდღიურად საშუალოდ 80-90 ათასი ადამიანი გადაადგილდება, რაც, როგორც საოფისედ, ასევე კომერციული მიზნით მომგებიანობის გარანტია მყიდველისათვის.

dsc3837-copy-1716448408.jpg

ახალ სტრატეგუულ ობიექტზე უკვე გახსნილია „კარფურის“ ახალი ფილიალი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს, ასევე მიმდინარეობს ბაზრის სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ლიდერი კომპანიის წარმომადგენლებთამ მოლაპარაკებები, რომელთა ფილიალებს სულ მალე ვიხილავთ ახალ კომერციულ ცენტრში.

dsc3897-1716448438.jpg

შენობა მოიცავს:

  • კომერციულ და საოფისე ფართებს ორ სართულზე
  • ღია საპარკინგე ტერიტორიას
  • 24 სთ-იან დაცვის სისტემას.

dsc3760-copy-1716448538.jpg

„თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტზე და ამით დღითიდღე მკვიდრდება ისეთ დეველოპერულ კომპანიად, რომელზეც უდავოდ შეიძლება არჩევანის გაკეთება. ჩვენ უკვე მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს, ასევე დიდი პოტენციალის მქონე ლოკაციაზე ევროპული სტანდარტების დასრულებულ კომერციულ ცენტრს, - ზეზვა ცისკარიშვილი, „აპარტ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„აპარტ ჯგუფი" სამშენებლო დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენებს პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციურ კომპლექსებს თბილისის ცენტრში და რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: სამშენებლო კომპანია ,,აპარტ ქორსთრაქშენს’’, საპროექტო - არქიტექტურულ მიმართულებას ,,აპარტ არქიტექტი’’, დიზაინისა და რემონტების მიმართულება ,,აპარტ შოურუმი’’ და თავისთავად, დედა კომპანია - "აპარტ დეველოპმენტი".

პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის და ყიდვისა თუ იჯარისთვის დაუკავშირდით „აპარტ დეველოპმენტის“ ცხელ ხაზსს: +995 511 11 44 33 / 032 211 11 44 ან ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს apartgroup.com

(R)