MEGOBARI Act-ი აშშ-ის კონგრესში შესაძლოა, დღესვე დაინიცირდეს

საქართველოს მიმართ სანქციების კანონპროექტი, რომელიც “MEGOBARI Act”-ის სახელით არის ცნობილი, კონგრესს შესაძლოა, დღესვე წარედგინოს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე Foreign Press USA-ს კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ წყაროზე დაყრდნობით წერს.

“განახლება!!!! კონგრესის წყარო მეუბნება, რომ “საქართველოს სანქციების” კანონმდებლობა (იგივე: კანონპროექტი, MEGOBARI) სავარაუდოდ დღესვე შევა განსახლველად,” - წერს ჟურნალისტი.

leq-1716465395.jpg

მანამდე, 18 მაისს ალექს რაუფოღლუ X-ზე წერდა, რომ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო ვილსონი ამ კანონმდებლობის წარდგენას “უახლოეს დღეებში” გეგმავდა.

“სიახლე!!! @HelsinkiComm-ის თავმჯდომარე, @RepJoeWilson უახლოეს დღეებში „საქართველოს სანქციების“ კანონმდებლობის წარდგენას გეგმავს, რომელიც პოტენციურად მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, ვინც უცხოური აგენტების კანონმდებლობაზე (ე.წ. რუსულ კანონზე), ასევე, დემოკრატიაზე უფრო ფართო თავდასხმაზე არის პასუხისმგებელი,” - წერდა ჟურნალისტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ