სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ფასი ზრდას განაგრძობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აპრილის თვეში მშენებლობისათვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი 103,4-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მასალებზე ფასი საშუალოდ 3,4 პროცენტით არის გაზრდილი. სამშენებლო ჯგუფების მიხედვით, ფასმა ყველაზე მეტად სამოქალაქო ნაგებობებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების ფასებზე მოიმატა, აღნიშნული ინდექსი 114,4-ს შეადგენს. ფასები ასევე გაზრდილია ელექტროსამონტაჟო და კომუნალური ობიექტებისთვის შეძენილი მასალების შემთხვევაშიც. წინა წელთან შედარებით, თითქმის უცვლელია საავტომობილო და სარკინიგზო გზებისათვის შეძენილი მასალების ფასი - ამ ჯგუფის ინდექსი 100.4-ით განისაზღვრა. კლება მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების შემთხვევაში შეინიშნება. საქსტატის მონაცემებით, დამამთავრებელი და ფასადური სამუშაოებისთვის შეძენილი მასალების ფასი 2024 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით არის შემცირებული.

წინა თვესთან შედარებით ფასები განსაკუთრებით მომატებულია საამშენებლო მოედნის მომზადებისთვის საჭირო მასალებზე. მათი ფასი ზედიზედ მესამე თვეა სწრაფი ტემპით იმატებს. საქსტატის მონაცემებით აპრილში შენობა-ნაგებობების აღებისა და საამშენებლო მოედნის მომზადებისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი 105.6-ს შეადგენს.

თორნიკე მაისაშვილი