თურქეთი შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოსაძებნად კიდევ ერთი ჭაბურღილის ამოქმედებას აპირებს

თურქეთმა, მეტი ბუნებრივი აირის მოსაძებნად, შავი ზღვის შელფზე ახალი ლოკაციების გაბურღვა დაიწყო. Azernews-ის ცნობით, მათ საკარიას გაზის საბადოზე ახალი ჭაბურღილი, სახელად Gektepe-2 აამოქმედეს. საკარიას გაზის საბადო თურქეთის სანაპიროდან შავ ზღვაში საკმაოდ ახლოსაა. მათ ის 2020 წელს ტუნა-1-ის ზონის წყალობით აღმოაჩინეს. ოფიციალური განცხადებებით, ამ საბადოს შეუძლია, თურქეთის მოთხოვნა ბუნებრივ აირზე 20 წლის განმავლობაში სრულად დააკმაყოფილოს.

რაც შეეხება Gektepe-2-ს თავდაპირველად ამ საბადოდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიღებას გეგმავენ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, ხოლო 2028 წლისთვის დაგეგმილია ეს მაჩვენებელი დღეში 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდონ. ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული ლოკაცია ერთ-ერთი გზაა თურქეთის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

თორნიკე მაისაშვილი