„პეისერა ბანკი საქართველო“, როგორც ევროპული საბანკო ჯგუფის წევრი, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს არ ემსახურება

„პეისერა ბანკი საქართველო“ რუსეთის მოქალაქეებს არ ემსახურება. ამის შესახებ განცხადება „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

„პეისერა ბანკი საქართველო“ ევროპული ფინანსური ჯგუფის წევრია. შესაბამისად, ჩვენზე ორმაგი რეგულაციები ვრცელდება. ეს არის როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის, ისე ევროპული რეგულაცია. ჩვენი ევროპული ანგარიშები ლიეტუვური ანგარიშებია და ამიტომ მათზე ლიეტუვის ეროვნული ბანკის შეზღუდვები მოქმედებს. ლიეტუვაში სრულად არის შეზღუდული ანგარიშის გახსნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ბელარუსის მოქალაქეებისთვის. „პეისერა“ წარმოდგენილია 9 ქვეყანაში და სრულად ფარავს ევროკავშირს. რუსეთისა და ბელარუსის გარდა, სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ადამიანისთვის მარტივად ხდება ანგარიშის გახსნა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(R)