ჯინ შაჰინი - ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია

ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია.

ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,” - წერს შაჰინი.