”უკრაინა მზად არის, საქართველოს მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს”

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში საქართველოს მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისი განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე უკვე ესაუბრა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვს.

"გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში", - წერს სააკაშვილი.