სამოგზაურო დაზღვევის მოზიდული პრემია მთლიანის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირი დაზღვევის საქმიანობებიდან მოზიდული პრემია 1.064 მილიარდ ლარს შეადგენდა. აღნიშნული 2022 წლის მონაცემებს(910მლნ ლარი) 16,9%-ით აჭარბებს.

ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, , სამოგზაურო დაზღვევის საქმიანობიდან 2023 წელს 11,2 მილიონი ლარი იქნა მოზიდული, რაც მცირედით აჭარბებდა 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 10,97 მლნ.

პრემიის ამ სიდიდით, სამოგზაურო დაზღვევა რეიტინგში მეთორმეტე ადგილს იკავებს. მასზე მთლიანი სადაზღვეო პრემიის მხოლოდ 1 პროცენტი მოდის. ყველაზე დიდი წილი სამედიცინო(ჯანმრთელობის) დაზღვევას ეკუთვნის. ამ საქმიანობიდან პრემიის 42 პროცენტი გენერირდება. მეორე ადგილს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა იკავებს(205.1 მლნ), ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე შესაბამისად, ქონებისა(126.3 მლნ) და სიცოცხლის დაზღვევაა(89.6 მლნ).

იხილეთ ასევე: https://www.bpn.ge/article/125053-sakartveloshi-ucxoelebistvis-savaldebulo-turistuli-dazgveva-cesdeba

თორნიკე მაისაშვილი