2012 წელს სამშენებლო დეველოპერმა, ფრენკ მაკკორტმა ბეისბოლის კლუბი Los Angeles Dodgers 2,2 მილიარდ დოლარად გაყიდა. დღეს ის შეერთებულ შტატებში TikTok-ის აქტივების შესაძენად ემზადება. წარმატების შემთხვევაში, მაკკორტი გეგმავს TikTok-ის ხელახლა კონფიგურაციას, რათა მომხმარებლებს მეტი კონტროლი მისცეს მათ მონაცემებზე.
მილიარდერი Project Liberty-ის მეშვეობით ცდილობს შექმნას უსაფრთხო სივრცე ინტერნეტში, სადაც მომხმარებლების პერსონალური მონაცემები მკაცრად იქნება დაცული. ორგანიზაცია TikTok-ის აშშ აქტივების შესაძენად საინვესტიციო ბანკი Guggenheim Securities-თან და იურიდიულ ფირმა Kirkland & Ellis-თან პარტნიორობს.
არადა, ცოტა ხნის წინ მაკკორტი მკაცრად აკრიტიკებდა ტექნიკურ გიგანტებს, განსაკუთრებით ჩინეთის TikTok-ს:
“ჩვენ უნდა დავარღვიოთ არსებული მოდელი ან მთლიანად შევცვალოთ ის, რათა მომხმარებლებს დაუბრუნდეს კონტროლი“, - განუცხადა 70 წლის მაკკორტმა Forbes-ს ნოემბერში.
მაკკორტიმ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი კომპანიის მეშვეობით რამდენიმე დიდი ინვესტიცია განახორციელა. ჩადო ინვესტიცია სპორტში, უძრავ ქონებაში, ტექნოლოგიაში, მედიაში და საკუთარ კერძო დაკრედიტების საინვესტიციო კომპანიაში.
დღეს ბიზნესმენის ქონება 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რამაც მას საშუალება მისცა, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მოხვედრილიყო.
Project Liberty მაკკორტმა 2021 წელს დააარსა და ის ფოკუსირებულია კვლევებზე, პოლიტიკის განათლებასა და ტექნოლოგიების ინვესტიციებზე, რათა დაეხმაროს ადამიანებს მეტი კონტროლი მოიპოვონ თავიანთ მონაცემებსა და ციფრულ იდენტობაზე. ორგანიზაციას აქვს კვლევითი ჯგუფი საფრანგეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტთან (Sciences Po), ჯორჯთაუნისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, რომელიც აფინანსებს მონაცემთა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებულ კვლევით პროექტებს.
წყარო: forbes.com