BMW, Jaguar  და Volkswagen-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ - BBC

BMW, Jaguar და Volkswagen (VW) ავტონაწილებს ისეთი მომწოდებლებისგან ყიდულობდნენ, რომლებიც ჩინურ ბაზარზე იძულებით შრომაში იყვნენ ეჭვმიტანილები - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აშშ-ში შემოტანილი 8000 ერთეული Mini Cooper-ი ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომლებიც აკრძალული მწარმოებლის Sichuan Jingweida Technology Group (JWD)- ის მიერ იყო გამოშვებული. შეგახსენებთ, რომ BMW-მ MINI 1996 წელს შეიძინა და მას შემდეგ მისი მფლობელია.

ამერიკელმა სენატორმა რონ უაიდენმა გააკრიტიკა ავტომწარმოებლები მათი მომწოდებლების არაეფექტური კონტროლის გამო. BMW-მ განაცხადა, რომ მათ შრომით პრაქტიკასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვთ და ამ საკითხის მოსაგვარებლად უკვე მიიღეს გარკვეული ზომები. Jaguar-მა ასევე ხაზი გაუსვა მათ ერთგულებას ადამიანის უფლებებისადმი და თქვა, რომ ისინი აკრძალული მწარმოებლისგან ავტონაწილების შეძენას თავს აარიდებენ. VW-ს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. უაიდენმა მოუწოდა აშშ-ს საბაჟოებს, უფრო ეფექტურად აღასრულონ კანონები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საწარმოო მასალების შესაქმნელად ჩინეთში იძულებით შრომას იყენებენ.

ცნობისთვის, JWD აკრძალულთა სიაში 2023 წლის დეკემბერში შეიტანეს. ჩინეთი სინციანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებს უარყოფს, აშშ-ს კანონმდებლობას საზიანოს უწოდებს და ჩინურ კომპანიებს ჰპირდება, რომ მათ ინტერესებს დაიცავს.

თორნიკე მაისაშვილი