სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლური იარაღის გამოყენების წესები უნდა შემსუბუქდეს

ჩვეულებრივ, ნატოს გენერალური მდივნები ალიანსის მთავარი წევრი ქვეყნის პოლიტიკას არ აკრიტიკებენ, მაგრამ იენს სტოლტენბერგი, რომლის ათწლიანი ხელმძღვანელობაც დასასრულს უახლოვდება, სწორედ ასე მოიქცა.

The Economist-თან ინტერვიუში 24 მაისს, მან ნატოს იმ მოკავშირეებს მოუწოდა, რომლებიც უკრაინას იარაღით უზრუნველყოფენ.

სტოლტენბერგის თქმით, ქვეყნებმა უნდა გააუქმონ აკრძალვა იარაღის გამოყენების შესახებ, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. სტოლტენბერგის მესიჯი, პირდაპირ არ იყო მიმართული, მაგრამ ცალსახად ჯო ბაიდენის პოლიტიკას ეხმაურებოდა, რომელიც ამერიკის მიერ, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების კონტროლს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინელების 90 პროცენტი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მომხრეა.

თორნიკე მაისაშვილი