მეამბოხეებმა შესაძლოა გემებზე თავდასხმა არა მხოლოდ წითელ ზღვაში, არამედ ხმელთაშუა ზღვაშიც დაიწყონ  - Gisreport

იემენის ჰუთის მეამბოხეებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ შესაძლოა გემებზე თავდასხმა არა მხოლოდ წითელ ზღვაში, არამედ ხმელთაშუა ზღვაშიც დაიწყონ - ინფორმაციას Gisreport-ი ავრცელებს.

მათი თქმით, ეს ევროპას კიდევ ახალ საფრთხეს უქმნის, მაგრამ ამ ყველაფერზე ევროპელ ლიდერებს რეაქცია არ ჰქონიათ, რადგან მთელი ევროპა ძირითადად უკრაინის ომზეა ორიენტირებული და უგულებელყოფს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

განცხადების თანახმად, სავაჭრო გზების დაცვას, ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, საზღვრების დაცვაზე არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. თუ ევროპა ვერ შეაჩერებს მტრულ სახელმწიფოებს ან ტერორისტებს და არ აღკვეთს მათ თვითნებობას, ეს ყველას ინტერესს დააზიანებს.

მოგეხსენებათ, წითელ ზღვაში ნავიგაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და გლობალური ეკონომიკისთვის, რადგან ეს არის მთავარი სავაჭრო გზა ევროპასა და აზიას შორის. შესაბამისად, ჰუტისების ბოლო მუქარები გემებზე რაკეტებითა და თვითმფრინავებით თავდასხმის შესახებ სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.

ცნობისთვის, ამ საფრთხის დასაძლევად შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა წამოიწყეს ოპერაცია Prosperity Guardian, რათა დაეცვათ გემები წითელ ზღვაში და აღკვეთილიყო ჰუთების თავდასხმები. ევროკავშირმა ასევე დაიწყო ოპერაცია „ასპიდები“, რათა დაიცვას თავისი წევრი ქვეყნების გემები წითელ ზღვაში.

Gisreport-ის განცხადების თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში, საფრთხე სამხრეთიდან, ირანისა და მისი მოკავშირეების მხრიდან, შეიძლება იყოს უფრო მტკივნეული ევროპისთვის, ვიდრე აღმოსავლეთის ისეთი საფრთხეები, როგორიცაა რუსეთი.

თორნიკე მაისაშვილი