გუდაურში ბინები გაიაფდა - Galt & Traggart

2024 წლის I კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 1.7%-ით შემცირდა და $1,420/მ2-ს გაუტოლდა - ამის შესახებ Galt & Traggart-ის მიმოხილვაშია საუბარი.

„2024 წლის I კვარტალში გუდაურში 95 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი, 3.3%-იანი ზრდაა. ტრანზაქციების უმეტესობა (71.6%) პირველად ბაზარზე დაფიქსირდა“ - აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში გაყიდვების 92 პროცენტი მცირე ზომის ბინებზე მოდიოდა (26-50 მ2), რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით მეტია. მიმოხილვაში ნათქვამია ისიც, რომ გაყიდული ბინების 61.9 პროცენტი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).

„გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.0%-იანი კლებაა“ - ვკითხულობთ რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში.

თორნიკე მაისაშვილი