2024 წელს სასმელ წყალზე აღებული 101 სინჯიდან დარღვევა 14 შემთხვევაში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში სასმელ წყალზე აღებული 101 სინჯიდან დარღვევა 15 შემთხვევაში გამოვლინდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სინჯის კვლევები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო და ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში ჩატარდა.

გამოვლენილ შემთხვევათაგან, ყველაზე ხშირი მიკრობიოლოგიური დარღვევებია. ამ უკანასკნელის რაოდენობამ 11 შეადგინა. შემდეგ მოდის ქიმიური დარღვევები 3 დადასტურებული შემთხვევით (სინჯებში შეინიშნებოდა ქლორიდებისა და სულფატების გადაჭარბებული რაოდენობა) და ბოლოს, ორგანოლეპტიკური დარღვევა (სიმღვრიე), რომელსაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი (6) აჭარის რეგიონში, 2 სამეგრელოში, 3 კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, თითო-თითო კი გურიასა და თბილისში გამოვლინდა.