მილიონერების მიგრაცია: სად და რატომ გადადიან საცხოვრებლად მდიდარი ადამიანები

მსოფლიოში მილიონერების მიგრაციის ახალი ტალღა დაიწყო. Henley & Partners-ის ინფორმაციით, 2023 წელს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა სულ მცირე 123 000 -მა მილიონერმა გადაწყვიტა, 2024 წელს კი მათი რიცხვი 128 000-ს აღწევს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 51 000 იყო.

კაპიტალის მიგრაცია, ისევე როგორც მრავალი სხვა ეკონომიკური და სოციალური პროცესი, ციკლურია, თუმცა, მისი გამომწვევი ფაქტორები ყოველ ჯერზე უნიკალურია. მაგალითად, თითქმის 400 წლის წინ მსგავსი პროცესები შეინიშნებოდა ევროპის კონტინენტზე. მე-15-მე-16 საუკუნეებში ხმელთაშუა და შავი ზღვების ძირითად სავაჭრო გზებზე კონტროლი ოსმალეთის იმპერიამ აიღო. მე-20 საუკუნეში მოხდა კაპიტალის რამდენიმე მიგრაცია, რომელიც გამოწვეული იყო გლობალური გეოპოლიტიკური და სოციალური ფაქტორებით - ეს მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ბერლინის კედლისა და რკინის ფარდის დაცემის შემდეგ.

დღეს ჩვენ ახალი მასობრივი მიგრაციის წინაშე ვართ, რაც გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით და ერთ-ერთია კაპიტალის მფლობელთა თაობის ცვლილება. ახლა მიმდინარეობს სიმდიდრის გადაცემა მემკვიდრეებისათვის. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ უფროსი თაობა შორდება თავისი ბიზნეს-იმპერიების აქტიურ მართვას, ხოლო ახალი თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობას არ სურს გააგრძელოს საოჯახო ბიზნესი. მათ დიდ ნაწილს სურს საკუთარი კაპიტალის დაბანდება ახალ წამოწყებებში და ტექნოლოგიურ კომპანიებში, რაც კაცობრიობის მომავალია.

მილიონერებისთვის ზოგიერთი ევროპული ქვეყანა თანდათან კარგავს მიმზიდველობას. მაგალითად, 2023 წელს გერმანიიდან აშშ-ში უამრავი მილიონერი გადავიდა საცხოვრებლად. ლონდონი პირველ პოზიციაზე რჩება, მაგრამ ნელ-ნელა იკლებს მისი მიმზიდველობა - 2023 წელს მდიდარი მოსახლეობის 15% გავიდა ქალაქიდან.

ავსტრალიაში ან დუბაიში ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები არანაკლებ მიმზიდველია, ვიდრე ჟენევაში ან ჰამბურგში. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ ავსტრალია 2023 წელს მილიონერების მოზიდვაში ჩემპიონი გახდა (პლუს 5200 ადამიანი), ხოლო დუბაიმ მეორე ადგილი დაიკავა (პლუს 4500).

საგადასახადო მიგრაციით ისარგებლა არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, სადაც გარკვეულ ტერიტორიებზე გადასახლებულთათვის საკმაოდ მიმზიდველი პირობები შეუქმნა.

ნიუ-იორკი, სინგაპური, სან-ფრანცისკო, დუბაი და ციურიხი ძირითადად უცხო ქვეყნის მილიონერებს იზიდავს, ხოლო მილიონერები შიდა მიგრაციას ახორციელებენ ქვეყნებში, როგორიცაა ტოკიო, პეკინი, სეული და შანხაი.

წყარო: forbes

თეონა რამაზაშვილი