2023 წელს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებმა 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოცემული 7,5 მლრდ ლარიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 2 მილიარდ ლარამდე იყო.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება საშუალოდ 10%-ით იზრდება და 2023 წლის მონაცემებით, რეკორდული 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა, მოცემულ პერიოდში, სოფლად უმუშევრობის დონე შემცირდა 7.8 პროცენტული პუნქტით და უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 14.6% შეადგინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ საწარმოებსა და ბაღებში 2023 წლის მდგომარეობით, როგორც მუდმივად ასევე სეზონურად, 100,000 ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მერი ტაბატაძე