რუმინეთის საგარეო უწყება - ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ

ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და დაკავშირებადობის პროექტები შავ ზღვაში, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ხაზს უსვამს, რომ რუმინეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

„რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ფუნდამენტური ღირებულებებისა და რეფორმებისადმი ერთგულება მთავარია“, - აღნიშულია უწყების მილოცვის ტექსტში.