სახის ამომცნობი სისტემა მაინის ფრანკფურტის შემდეგ მილანის აეროპორტშიც დაინერგა

მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები რეგისტრაციის გავლას, უსაფრთხოებაზე შემოწმებასა და ბორტზე ჩასხდომას სახის ამოცნობის სისტემით შეძლებენ.

ტექნოლოგია რიგების შესამცირებლად და აეროპორტში მგზავრების კომფორტისთვის შეიქმნა.

ჩვეულებრივი ალტერნატივების ნაცვლადმ ახალი სისტემის გამოყენება ნებაყოფლობითია. მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურ ე.წ კიოსკში წინასწარ უნდა გაიარონ, სადაც მგზავრის სახის ბიომეტრიული მოდელი შეიქმნება, ხოლო ამ პროცესში გადაღებული ფოტოები შემდეგ წაიშლება.

შედეგად მგზავრებს აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლისას ქაღალდის დოკუმენტების ჩვენება აღარ მოუწევთ.

ცნობისთვის, ბიომეტრული შემოწმების ანალოგიური სერვისი გასული წლის ნოემბრიდან გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტმა დანერგა. კერძოდ, სერვისზე წვდომისთვის მგზავრები ჯერ აპლიკაცია Star Alliance-ით ან სპეციალურ კიოსკში ბიომეტრული პასპორტით რეგისტრირდებიან, რასაც სულ რამდენიმე წამი სჭირდება, ხოლო ბიომეტრია ამომცნობი მოწყობილობების მეხსიერებიდან რეისის აფრენიდან სამი საათის შემდეგ იშლება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ