10 ქვეყანა, სადაც ყველი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

Numbeo-ს 2024 წლის რეიტინგის თანახმად, რომელიც ეფუძნება 97 ქვეყნის მონაცემებს, 1 კგ ყველი სუპერმარკეტებში ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგსა და შვეიცარიაში ღირს, ხოლო ყველაზე იაფი ეგვიპტესა და ირანში.

რაც შეეხება საქართველო, ის 97 ქვეყანას შორის რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს. მონაცემების თანახმად, 1კგ ყველი საქართველოს სუპერმარკეტებში საშუალოდ 8.26 დოლარი ღირს.

1 კგ ყველი მარკეტებში ყველაზე ძვირი შემდეგ ათ ქვეყანაშია:

  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 28.52 დოლარი
  • შვეიცარია - 25.04 დოლარი
  • სინგაპური - 18.69 დოლარი
  • ავსტრია - 17.26 დოლარი
  • ტაილანდი - 16.85 დოლარი
  • ლუქსემბურგი - 16.58 დოლარი
  • ტაივანი - 14.42 დოლარი
  • იტალია - 14.35 დოლარი
  • ბელგია - 14.19 დოლარი

1 კგ ყველი მარკეტებში ყველაზე იაფი შემდეგ ათ ქვეყანაშია:

  • ეგვიპტე - 3.37 დოლარი
  • ირანი - 3.75 დოლარი
  • ნიგერია - 4.28 დოლარი
  • ბოლივია - 4.56 დოლარი
  • კოლუმბია - 4.90 დოლარი
  • პაკისტანი - 5.08 დოლარი
  • ლიბია - 5.12 დოლარი
  • აზერბაიჯანი - 5.14 დოლარი
  • ომანი - 5.17 დოლარი
  • ერაყი - 5.18 დოლარი
მერი ტაბატაძე