"ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას - გაუქმდება სებ-ის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება"

ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში "ქართული ქარტია" წერია.

"ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით;

გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას;

გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.

მარეგულირებელ ორგანოებს: გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით,"- წერია გეგმაში.

ცნობისთვის, საქართველოსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა.