ზიმბაბვეში 175 კვადრილიონი ზიმბაბვური დოლარის სანაცვლოდ 5 ამერიკულ დოლარს იძლევიან

ზიმბაბვეში დაფიქსირებული ჰიპერინფლაციის გამო ქვეყანა ეროვნულ დოლარს ბრუნვიდან ამოიღებს.

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკი 175 კვადრილიონი ადგილობრივი დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეები 5 ამერიკულ დოლარს მიიღებენ. ზიმბაბვეს ხელისუფლება ადგილობრივი დოლარის ბრუნვიდან ამოღებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.

2009 წლიდან ზიმბაბვეში ინფლაციის შესაჩერებლად და ეკონომიკის სტაბილიზების მიზნით მულტივალუტა მოქმედებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყენებაში იყო, როგორც აშშ დოლარი, ისე ზიმბაბვური დოლარი. "ბლუმბერგის" ცნობით, 2008 წელს ზიმბაბვემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა წლიური ინფლაციით, რომელმაც 213 მილიონი პროცენტი შეადგინა. იმავე წელს სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყანაში მიმოქცევაში გამოვიდა 100 ტრილიონი დოლარის ბანკნოტი.